суббота, 3 июня 2017 г.

მერვე დღე

ამ მოდულმა დამაფიქრა  რამდენად მნიშვნელოვანია საკვანძო შეკითხვები.ერთმანეთს გავუზიარეთ  საკვანძო  კითხვები და მივიღეთ  უკუკავშირი,  რის შემდეგაც მოვახდინეთ გეგმაში ცვლილება საკვანძო შეკითხვებთან მიმართებაში .შევიტანეთ  ცვლილებები პროცედურებში.   გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც დამეხმარა შემექმნა საკუთარ პროექტზე  მორგებული  ფასილიტაციის ნიმუშები

четверг, 25 мая 2017 г.

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-  რუბრიკა
 ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მასწავლებლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით. ჩვენ შევქმენით ელექტრონული ფორმატი,,სავარჯისო ჟურნალი ,სქემა შესავსებად რომელშიც მოცემულია ინსტრუქცია, არის მინიშნებები, რომლის წაკითხვის სემდეგ მოსწავლე დამოუკიდებლად შეძლებს შეასრულოს სავარჯიშო და განავითაროს თვითრეგულირების უნარი.. გეგმის შაბლონში შევიტანე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები არაქართულენოვანი, ნიჭიერი მოსწავლის და სპეც მოსწავლის. ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპის მოსწავლე ჩავრთო საპროექტო აქტივობებში

მეექვსე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით მაგ .რუბრიკა  დამეხმარა თვითშეფასება გამეკეთებინა  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა.რასაც დავნერგავ პროექტის განხორციელების დროს. კიდევ ერთხელ გადავხედე  შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და გეგმაში ავღწერე  თითოეული შეფასების მეთოდის მიხედვით.შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის ჩეკლისტი ანუ რუბრიკა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება მიზნობრივად გააკეთოს აქცენტები თემის საკვანძო საკითხებთან რომელსაც ნაშრომში ჩადებს.

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე კერძოდ პროექტის პრეზენტაცია შევაფასეთ რუბრიკის საშუალებით. ამან მომცა საშუა;ლება რომ კონსტრუქციული უკუკავშირი მიმეცა ჩემი კოლეგისათვის .ეს შემიძლია გამოვიყენო პროექტებით სწავლების დროს  მოსწავლეებს გამოვაყენებინო სიღრმისეულად ძასწვდნონ შესწავლილ საკითხს
გავეცანით საავტორო უფლებებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ინტერნეტსი მოძიებული მასალა და გავაცანი ასევე მოსწავლეებს.
ჩემი პროექტის ფარგლებში შევავსე გამოყენებული  ლიტერატურის მარტივი შაბლონი , რომლითაც დავიცავი საკუთარი უფლებები.გავეცანი ბუკმარკს რომ დავიმახსოვრო პროექტებისათვის საჭირო საიტები ,რომ  საძიებო დიაპაზონი შემცირდეს.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევქმენი მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით.


воскресенье, 14 мая 2017 г.

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით მოვარგე შედეგები ე.ს.გ. ინდიკატორებს. შევიმუშავე მიზნები და ამოცანები  რომლებიც  მოვარგე 21 საუკუნის უნარ -ჩვევებს. საკვანძო შეკითხვები დამეხმარა პროექტის შინაარსის მიზანმიმართულად დაგეგმვაში

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების  ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით..კერძოდ შევაფასეთ რა პროგრესს მიაღწია მოსწავლემ თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის სასწავლად  და მივცემ განმავითარებელ შეფასებას

воскресенье, 7 мая 2017 г.

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, სწავლისა და სწავლების კვლევა მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ჩემს მიერ არჩეულ პროექტში მოსწავლეები სიღრმისეულად ჩავრთო და მივცე  ავთენტური დავალებები რომლებსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ.

суббота, 6 мая 2017 г.

პირველი დღე

დრევანდელი ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. დღეს გავეცანი სიახლეს პროექტებით სწავლებას. როგორ დავგეგმოთ პროექტი,ასევე გავეცანით  21 საუკუნის უნარ-ჩვევებს.


რა  არი მნიშვნელოვანი  ამ პროექტში
1)21 საუკუნის უნარ-ჩვევები
2)პროექტის გეგმის შესწავლა